ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს

ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმანი, მისი მეუღლე ბეტსი არაკავა და მათი ძაღლი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში, ნიუ-მექსიკოში,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

”ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს ოთხშაბათს ნაშუადღევს თავიანთ საცხოვრებელში”,- ნათქვამია სანტა ფეს ოლქის შერიფის განცხადებაში.

ჰეკმანი 95 წლის იყო, მისი მეუღლე კი – 63-ის.

კარიერაში, რომელიც ექვს ათწლეულზე მეტ ხანს გაგრძელდა, მან მიიღო “ოსკარის” ორი ჯილდო, ოთხი “ოქროს გლობუსი” და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, როგორც მედია იუწყება, ამ დროისთვის დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები