ტრამპმა დაადასტურა, რომ ზელენსკი პარასკევს თეთრ სახლს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას მისი ქვეყნის მინერალური რესურსების გაზიარების შესახებ,- ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზელენსკი 28 თებერვალს თეთრ სახლს ეწვევა.
მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მიწვევა მიიღო მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მხარეები აშშ-უკრაინას შორის იშვიათი წიაღისეულის გარიგების განახლებული ვერსია შეიმუშავეს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას სურს დადოს შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებს, რათა თავიდან აიცილოს განახლებული რუსული აგრესია, ტრამპმა კი აღნიშნა, რომ ამის პასუხისმგებლობა ევროპას უნდა დაეკისროს.