კირ სტარმერი ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,- ინფორმაციას sky news-ი აქვეყნებს.

”ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ თქვენთან, გვინდა მოგესალმოთ ბრიტანეთში, გვინდა ახალი პარტნიორობა, რადგან ჩვენი ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, დიდი რაღაცები ხდება ხოლმე”,- აღნიშნა სტარმერმა.

ამასთან, თეთრი სახლის შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას, სტარმერი ამტკიცებდა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტთან „ჩაკეტილი“ მუშაობდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველას სურს უკრაინაში მშვიდობიანი შედეგი, ხოლო ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ეფექტური უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა.

„მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ გარანტია ასეთი მნიშვნელოვანია, არის ის, რომ უსაფრთხოების გარანტია საკმარისად ძლიერი უნდა იყოს პუტინის შეკავებისთვის. ჩემთვის შემაშფოთებელია, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა გარანტიის გარეშე მოხდება, ეს უბრალოდ მისცემს მას საშუალებას, დაიცადოს და კვლავ დაბრუნდეს, რადგან მისი ამბიცია უკრაინასთან მიმართებით ყველასთვის აშკარაა“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები