მედია: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი ჯარები განათავსა
ჩრდილოეთ კორეამ, როგორც ჩანს, რუსეთში, უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად დამატებითი ჯარები განათავსა,- ამის შესახებ სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა.
„დაახლოებით ერთთვიანი დასვენების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ჯარები განთავსდნენ კურსკის ფრონტის რეგიონში. როგორც ჩანს, ადგილი აქვს დამატებით ჯარების განლაგებას, მაგრამ მათი რაოდენობა ჯერ კიდევ განიხილება“, – ნათქვამია ეროვნული დაზვერვის სამსახურის (NIS) განცხადებაში.
სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ წელს 1000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში.
NIS-მა ადრე შეაფასა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები, რომლებიც დისლოცირებულნი არიან რუსეთში, იანვრის შუა რიცხვებიდან, არ იმყოფებოდნენ ბრძოლაში კურსკის რეგიონში, სავარაუდოდ მათ შორის დიდი მსხვერპლის გამო.
ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად პირველად 2024 წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ. სააგენტოს შეფასებით, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, დაიღუპა 300 და დაიჭრა 2700 ჯარისკაცი.