ტრამპი: შეთანხმება უკრაინისთვისაც სასარგებლოა – ჩვენი იქ ყოფნა ავტომატური უსაფრთხოების გარანტიაა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მათთვის უსაფრთხოების გარანტია.
“ეს შეთანხმება უკრაინისთვისაც დიდებულია, რადგან იქ ჩაგვიყვანენ. იქ ვიმუშავებთ, ადგილზე ვიქნებით და ამ მხრივ, გარკვეულწილად, ავტომატური უსაფრთხოების გარანტია აქვთ, რადგან ჩვენს ხალხს ცუდად არავინ არ მოეპყრობა”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეიარაღების გარეშე რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდებოდა.
“დიდ პატივს ვცემ უკრაინელებს, როგორც მებრძოლებს, მაგრამ ჩვენი შეიარაღების გარეშე ეს ომი ძალიან მოკლე დროში დამთავრდებოდა და თუ გახსოვთ, მე მივეცი მათ ჯაველინები. ჯაველინები არის ის, რამაც ტანკები გაანადგურა ომის დასაწყისში”,- აღნიშნა ტრამპმა.