ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი: ყველა უწყება გადასულია 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობაზე, რათა ყველა გამოწვევა, რომელიც დადგა, დროულად აღმოიფხვრას

სტიქიამ და უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები და გამოწვევა შექმნა. მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო, ყველა უწყება გადასულია 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობაზე, რათა ყველა ის გამოწვევა, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დადგა, დროულად აღმოიფხვრას, – ამის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ საღამოს და დღევანდელ დღეს უფრო აქტიურ რეჟიმში წარიმართა მუშაობა.

„რამდენიმე ლოკაცია მუნიციპალიტეტში აღდგა ისეთი, სადაც ხუთი დღის განმავლობაში ფაქტობრივად ვერანაირი კონტაქტი ვერ მყარდებოდა. ძირითადად, პირველ რიგში აქცენტს ვიღებთ იმ ლოკაციებზე, სადაც მუნიციპალიტეტს დღემდე კომუნიკაცია არ აქვს. ხვალიდანაც, რა თქმა უნდა, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. უკვე დღევანდელ საღამოს დაიგეგმა ხვალინდელი დღის განრიგი თუ როგორ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არის ლოკაციები, სადაც ვერ ვახერხებთ მისვლას, მაგრამ დაგეგმილია, რომ ხვალისთვის მაქსიმალურად, მუნიციპალიტეტში დარჩენილი ყველა ის ლოკაცია, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციით ვართ, იქნას აღმოფხვრილი და მინიმუმ, საფეხმავლო გზა იყოს ამ ლოკაციებამდე გაყვანილი“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები