ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება

FILE PHOTO: U.S. President Donald Trump signs documents as he issues executive orders and pardons for Jan. 6 defendants in the Oval Office at the White House on Inauguration Day in Washington, U.S., January 20, 2025. REUTERS/Carlos Barria/File Photo

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება.

„შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მანვე დასძინა, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება მივიღოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები