მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი, მიშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი საკუთარმა დედამ, 26 თებერვალს, One Columbus Place-ში, 51-სართულიან კომპლექსში იპოვა.
პირველადი დასკვნით, მისი უცაბედი გარდაცვალება რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას უკავშირდება.
წყაროების ინფორმაციით, მსახიობის სიკვდილი სწორედ ოპერაციის შემდგომმა გართულებამ გამოიწვია.
მიშელ ტრახტენბერგი ცნობილი იყო ფილმებით, როგორიცაა: EuroTrip, Buffy the Vampire Slayer და Gossip Girl.