5 დაღუპული და 11 დაშავებული – რუსებმა კოსტიანტინივკა დაბომბეს
რუსებმა დონეცკის ოლქში ქალაქი კოსტიანტინივკა დაბომბეს.
როგორც უკრაინის ეროვნული პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტი იუწყება, დაღუპულია 5 და დაშავებულია 11 ადამიანი.
„კოსტიანტინივკაში ხუთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა: პოლიცია ცდილობს დაშავებულების გადარჩენას“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, რუსებმა კოსტიანტინივკასა და მის გარეუბნებზე, სულ მცირე, ექვსი FAB-250-ის ტიპის ბომბი ჩამოაგდეს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.