NASA-მ ჰელოუინისთვის გოგრის ფორმის მზის სურათი გამოაქვეყნა
NASA-მ საკუთარ ვებ-გვერდზე მზის სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ჰელოუნის გოგრას ჰგავს. გავრცელებული ინფორმაციით, NASA-ს მეცნიერებმა გოგრის გამოსახულება სხვადასხვა დიაპაზონში გადაღებული მზის რამდენიმე სურათის გაერთიანების შედეგად მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ჰელოუინი – თანამედროვე დღესასწაულია, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაული ირლანდიის და შოტლანდიის უძველესი კელტების ტრადიციებს უკავშირდება.