ისრაელის პრემიერ-მინისტრი: სირიაში ოკუპაცია მუდმივი იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ სამხრეთ სირიის ოკუპაცია მუდმივი იქნება.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისინი მოითხოვენ დამასკოს სამხრეთის სრულ დემილიტარიზაციას.

“ჩვენ არ დავუშვებთ, ახალი რეჟიმის ძალები შევიდნენ დამასკოს სამხრეთით. ჩვენ ვითხოვთ სამხრეთ სირიის სრულ დემილიტარიზაციას”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუ ასევე შეეხო ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეთა გაცვლის შეთანხმებას “ჰამასსა” და ისრაელს შორის ღაზაში და განაცხადა, რომ ისინი ომის მიზნების ერთგული არიან და უზრუნველყოფენ ყველა პატიმრის დაბრუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები