პუტინმა ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი – როჯერ უიკერი

მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება, ის ომის დამნაშავეა და ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი,- ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, როჯერ უიკერმა განაცხადა.

“ვლადიმირ პუტინმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი და მას ბრალი უნდა წაუყენონ, გაასამართლონ და დააპატიმრონ, და შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ კიდეც”, – განაცხადა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ უკრაინა და ევროპა ჯერ არ არიან რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებების მაგიდასთან.

“არ ვიცი, რა არის ეს სქემა. შეიძლება ამ ყველაფრის რამე მეთოდი არსებობდეს. საბოლოოდ კი, მოლაპარაკებების მაგიდაზე უკრაინაც უნდა იყოს, რათა სამართლიანი შედეგი დადგეს”,- აღნიშნა უიკერმა.

ამასთან, NATO-ს ალიანსის სიძლიერესთან დაკავშირებით უიკერმა აღნიშნა, საუკეთესო გზა ევროპული ომის თავიდან ასარიდებლად, რაშიც საბოლოოდ ჩართვა აშშ-საც მოუწევს, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს 70 წლის მანძილზე ევროპაში არსებული კანონის უზენაესობის აღსრულება და დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები