“აღდგომის წინა დღეები და შემდეგიც საქართველოში წვიმიანი იქნება” – მეტეოროლოგი
“აღდგომის წინა დღეები და შემდეგიც საქართველოში წვიმიანი იქნება”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე წერს.
მისი განმარტებით, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში და სანაპირო კურორტებზე პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი, დაბლობსა და ბარში – წვიმის, მაღალ მთაში – თოვლის სახით.
“პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა კი შენარჩუნდება დაბალ ნიშნულზე.
გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას და თბილ ოჯახურ გარემოს ამ განსაკუთრებულ დღეებში”, – წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.