ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი ციხისთვის ნივთებს უნდა იმარაგებდეს
“ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი,ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სტატიის ავტორს დამსმენებად გამოყენებული ჰყავს, ორი უცხოური გავლენის აგენტი, მოღალატე მავნებელი თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი.
„ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება.
ისევე როგორც ადრე, წყაროებად, უფრო სწორად დამსმენებად სტატიის ავტორს გამოყენებული ჰყავს ორი სტაჟიანი უცხოური გავლენის აგენტი (მე თუ მკითხავ, ორი მოღალატე და მავნებელი) თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი. სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ ორივე მათგანი ახლა ციხისთვის ნივთებს უნდა იმარაგებდეს,“ – წერს ანჯაფარიძე.