ევროკომისიის პრეზიდენტი – ევროპაში თავდაცვის სფეროს გაძლიერება აუცილებელია
ევროპაში თავდაცვის სფეროს გაძლიერება აუცილებელია,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროპა სრულად იღებს საკუთარ წილს უკრაინის სამხედრო დახმარებაში.
“დღეს პარიზში დავადასტურეთ, რომ უკრაინა იმსახურებს სიძლიერეზე დამყარებულ მშვიდობას. მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ძლიერი უსაფრთხოების გარანტიებით. ევროპა სრულად იღებს საკუთარ წილს უკრაინის სამხედრო დახმარებაში. იმავდროულად ევროპაში თავდაცვის სფეროს გაძლიერება აუცილებელია”,- განაცხადა ლაიენმა.