ვატიკანი პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის რთული კლინიკური მდგომარეობის შესახებ იუწყება

ვატიკანი პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, რომის პაპი ერთი კვირის წინ ბრონქიტით დაავადდა და გასულ პარასკევს რომის საავადმყოფოში მოათავსეს, დღეს კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და ექიმებს მკურნალობის შეცვლა მოუწიათ.

ვატიკანის ინფორმაციით, 88 წლის პონტიფს პოლიმიკრობული რესპირატორული ინფექცია ჰქონდა, რომელიც მის მკურნალობაში „რთული კლინიკური სიტუაციის“ გამოსასწორებლად ცვლილებების შეტანას მოითხოვდა.

მათივე ცნობით, პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში იქამდე დარჩება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

„კლინიკური მაჩვენებლები სტაბილურია, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის მიერ დანიშნული დიაგნოსტიკური და თერაპიული ღონისძიებები“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

ამასთან, ვატიკანის სპიკერმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ პონტიფიკოსი „კარგ ხასიათზეა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები