ტრამპისა და მოდის მოლაპარაკებების შემდეგ, ინდოეთი და აშშ სავაჭრო და სატარიფო შეთანხმებამდე მივიდნენ
ინდოეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები ადრეული სავაჭრო შეთანხმების დასამყარებლად და ტარიფების თაობაზე დაპირისპირების გადასაჭრელად, რადგან ინდოეთმა პირობა დადო, რომ შეიძენს უფრო მეტ ნავთობს, გაზს და სამხედრო აღჭურვილობას და იბრძოლებს არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერს “თავისი პერსპექტივა ჰქონდა” ტარიფებთან დაკავშირებით, მხარეებს კონკრეტულ თემებთან მიმართებით მოლაპარაკებებში წინსვლა აქვთ.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი მიესალმება ნიუ დელის ბოლო ნაბიჯებს, რათა შეამციროს ტარიფები შერჩეულ ამერიკულ პროდუქტებზე და გაზარდოს ბაზარზე ხელმისაწვდომობა აშშ-ის ფერმის პროდუქტებზე.