გურამ მაჭარაშვილი: შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენ მიერ დაწერილ წერილებს და შეფასებებს ამერიკაში აგრძელებენ, „იუსეიდზე“ რასაც ვამბობდით, მასზე უფრო მაღალი ხარისხის სიხისტით ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა ისაუბრეს
“შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენ მიერ დაწერილ წერილებს და შეფასებებს ამერიკაში აგრძელებენ, „იუსეიდზე“ რასაც ვამბობდით, მასზე უფრო მაღალი ხარისხის სიხისტით ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა ისაუბრეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იგივე პოზიციაა „ნედზე“.
„ახლა იგივე პოზიციაა „ნედზე“, რომელზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთი განცხადება გააკეთა, რომ საქართველოში მათი დაფინანსება არასწორი იყო. ჩვენს შეფასებებზე როცა საუბრობდნენ, რომ ეს იყო ანტიამერიკული განცხადება, ახლა გამობრძანდნენ და თქვან, რომ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ანტიამერიკული განცხადება გაკეთდა. რატომ ვერ საუბრობენ? – საზოგადო მოღვაწეები ვითომ „რუსული კანონის“ ტრენდს რომ აჰყვნენ, თითქოს საქართველოში არასამთავრობო სექტორს ვებრძოდით და ვხურავდით, ახლა რატომ არ გამოდიან და ამბობენ, არა, რუსულ ბრძანებას ამერიკაშიო? თუ მართლები არიან, არასამთავრობო სექტორი დაიცვან. დახურვა როგორ უნდა, ახლა ნახეს „იუსეიდმა“ და მათმა ქართულმა აგენტურამ, მათ შორის „ნედმა“, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურ პროცესებს აფინანსებდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.