არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესია, რომ ძალას, რომელიც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში, თავისი სახელი დაერქვას, მათ შორის სამართლებრივ დონეზე

“ქართული ოცნების” წევრი არჩილ გორდულაძე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას გამოეხმაურა.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ძალას, რომელიც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში, თავისი სახელი დაერქვას, მათ შორის სამართლებრივ დონეზე და კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნახოს ყველა ის ფაქტი, რომელიც მათ შორის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და სამტროდ აქვთ გაკეთებული ამ ადამიანებს, თუმცა, ყველაფერს ამბობდნენ, რომ თითქოს დემოკრატიულ ქვეყანას აშენებდნენ“, – აცხადებს გორდულაძე.

ცნობისთვის, „2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია „ნაცმოძრაობის” მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე მოკვლევასა და ფაქტების შეგროვებას ორშაბათიდან განაახლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები