სენსაცია – ბულგარეთში ვამპირების სამარხები აღმოაჩინეს
ბულგარეთში არქეოლოგებმა, სავარაუდოდ მე-13 – მე-14 საუკუნეების ვამპირების 2 სამარხი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაშთების ჩონჩხზე რკინები აღმოაჩნდათ.
„გასაკვირია, თუმცა შეგვიძლია თითქმის დადასტურებით ვთქვათ, რომ შუასაუკუნეებში გარდაცვლილები ცხოვრების მანძილზე ვამპირები იყვნენ. მათი კბილები დასაფლავებამდე იყო ამოძრობილი. ნაშთებში კი, სიკვდილის დადგომის შემდეგ რკინები იყო ჩარჭობილი“, – განაცხადა გათხრების ხელმძღვანელმა ნიკოლაი ოვაჩაროვმა. მისი თქმით, იმდროინდელ ბულგარეთში ვამპირების სჯეროდათ. ხალხს მათი ეშინოდა, რომ მათი მეგობრები გაცოცხლდებიან და ბოროტი მიზნებით მათ მოევლინებიან. საინტერესოა, რომ სამარხები დაახლოებით დრაკულას პროტოტიპის ვლად ცეპეშის პერიოდისაა.