ზოდიაქოს ნიშნების სასიყვარულო წერილები
ვერძი
„მე ძალიან ვეჭვიანობ და პარალელურად ცეცხლსასროლ იარაღზეც ვფიქრობ ხოლმე. დაიმახსოვრე ეს… მშვენიერია, რომ ცხოვრებაში მყავს ადამიანი, ვისაც არ ეშინია ჩემთან ერთად გააკეთოს ყველაფერი ის, რაც მე მომწონს. ახლა კი უნდა გავიქცე… უფროსი მიხმობს კაბინეტში. მოგვიანებით შემეხმიანე… მიყვარხარ. P.S. უი, კინაღამ დამავიწყდა მეთქვა: გამარჯობა.
კურო
„პასუხისთვისჩემი კონვერტი გამოიყენე. საღამოს ვივახშმოთ? შენ მოამზადებ? მმმმმმ…“
ტყუპები
წერილს რომ მოგწერენ, მერე დაგირეკავენ და ამ წერილს ტელეფონით წაგიკითხავენ. ეს კი იმიტომ, რომ ნადვილი ტყუპები კომუნიკაციის და კავშირის ღმერთები არიან. წერილი საშუალოდ 6-ფურცლიანი იქნება და ძირითადი ფრაზები კი ასეთი: „ჩვენ ვფიქრობთ“, „ჩვენ ვგრძნობთ“.
კიბო
„აღარ შემიშლია ამდენი ლოდინი, როდის გვექნება ჩვენი სახლი… მარტო შენ… და მე… და დედაჩემი… კედლებზე დავკიდოთ ჩემი მეგობრების შვილების სურათები და ნათესავებისაც, სანამ საკუთარი შვილები გვეყოლება (8 მაინც უნდა გვყავდეს)… რა სასიამოვნო იყო ამ დილით შენთან შეხვედრა“.
ლომი
„შენ საოცარი გემოვნება გაქვს! და ჭეშმარიტად მშვენიერი ხარ! იმიტომ რომ შენ… ჩემთან ხარ“.
ქალწული
მისი წერილი აუცილებლად იქნება დაბეჭდილი, და თან ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდზე. „..შენს პიჯაკზე რამდენიმე პატარა ბუსუსი იყო, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაში არაფერს ცვლის“.
სასწორი
საოცარი კალიგრაფიით დაწერილი წერილი, ბლანკიან ფურცელზე. შეიძლება მელნითაც დაწერონ, რომელსაც კარგი არომატი აქვს. P.S. სწორედ რომ სასწორებმა აღმოაჩინეს და გააპომპეზურეს ვალენტინობის დღე. ასე რომ, კალამი-სუნამო ნუ გაგიკვირდებათ : ))
მორიელი
რადგან მისი საყვარელი დღესასწაული ჰელოუნია და მისტიკაზეც გიჟდებიან, ცდილობენ, მოგაჯადოვონ სიტყვებით: „შენ ჯერ რეალურად ვერ გრძნობ, მაგრამ უკვე ჩემს საწოლში ხარ და ჩვენ ექსტაზში ვართ…“
მშვილდოსანი
გამოგიგზავნით ღია ბარათს, რომელზეც იქნება გამოსახული უცხო ქვეყნები, მიაკრავს რაიმე განსაკუთრებულ მარკას და უკან მიაწერს რაღაც ამდაგვარს: „პერიოდულად შენზე ვფიქრობ… გსმენია რამე ამ ადგილების შესახებ, საიდანაც ახლა გწერ?“ შემდეგ დაამატებს რამდენიმე სიტყვას იმ ადამიანებზე, რომლებსაც იქ შეხვდა. დასასრულს: „შენ საკმარისად კარგი ხარ… ცივა… ამინდი ნელ-ნელა გამოდის. დაგირეკავ… როცა დავბრუნდები…“
თხის რქა
საბეჭდ მანქანას მიუჯდება: „..მე ძალიან მსიამოვნებს და ვაფასებ იმ ყველაფერს, რაც შენ ჩემთვის გააკეთე… შენი გარეგნობა… იმყოფება ზომიერ ფარგლებში და სწორედ ამიტომაც არის ჩემთვის მისაღები… მაგრამ ამ ყველაფერს უკეთ დრო გვიჩვენებს..“
მერწყული
არ აგზავნის სასიყვარულო წერილებს. ყველაზე დიდი, რაც მისგან შეიძლება მიიღოთ – ესაა დაპატიჟება, რომ შეუერთდეთ მის სამეგობროს, რომელიც, მაგალითად, გაგიჟებულია რაღაც ზე-ახალი იდეით. და თქვენ თუ მაინც გადაწყვეტთ წასვლას, მაშინ აუცილებელია გადახედოთ ფილმებს ან წაიკითხოთ: „Strange Case of Dr Jekyll and Mr Hyde“, რომ ყველანაირი მოულოდნელობებისთვის მზად იყოთ.
თევზები
წერენ სასიყვარულო წერილებს, მაგრამ, როგორც წესი, უთითებენ არასწორ მისამართს. მაგრამ დაწმუნებული იყავით, რომ გამუდმებით თქვენზე ფიქრობენ და არაა რეკომენდებული მათგან მოითხოვოთ ამაზე მეტი, რათა ერთხელაც არ მიიღოთ მსგავსი წერილი: „მე არ ვიცი ვინ ხარ შენ, მაგრამ მაინც მიყვარხარ და უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია!“
http://geoastro.ge/astro-news/245–.html