ტრამპი აცხადებს, რომ FBI-ის კორუმპირებულ თანამშრომლებს გაათავისუფლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ის ზოგიერთ თანამშრომელს, რომლებიც კაპიტოლიუმის შტურმის გამოძიებაზე მუშაობდნენ გაათავისუფლებს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს შეეხებათ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებიც მისი თქმით, კორუმპირებულები არიან.

„არა, მაგრამ მე გავათავისუფლებ ზოგიერთ მათგანს, რადგან ისინი კორუმპირებულები არიან. ამაში ეჭვი არ მეპარება… ეს მალე მოხდება“, – თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე კითხვაზე, გაათავისუფლებს თუ არა ის ყველა თანამშრომელს ადრე შედგენილი სიიდან.

მანამდე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა FBI-ის თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მოითხოვა ყველა იმ პირის შესახებ, ვინც კაპიტოლიუმის არეულობას იძიებს. აღნიშნულმა ფაქტმა FBI-ის თანამშრომლებში აჟიოტაჟი გამოიწვია და ისინი მასობრივი გათავისუფლების გამო შიშობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები