თბილისის საქალაქო სასამართლოში, გირგვლიანის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება. პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დღევანდელი სხდომა რეპლიკის ეტაპით გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების დრო უნდა განსაზღვროს.
პროკურორის თქმით, თეორიულად დასაშვებია, რომ განაჩენი დღესვე დადგეს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს დრო 23 ოქტომბრამდე გააჩნია.
გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც განხილვები სრულდება, ამ ეტაპისთვის ბრალდებულია სამი პირი: ვანო მერაბიშვილი, ვალერიან მეტრეველი და გერონტი ალანია. ამავე საქმეზე ბრალდებულია დათა ახალაია, თუმცა მისი საქმე საბერძნეთის სასამართლოში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად გამოიყო. საქმეზე ასევე ბრალდებული იყო ოლეგ მელნიკოვი, რომელსაც აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
დღევანდელი პროცესი 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები