ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღეს, მოსამართლე პირველად დაკითხავს მზია ამაღლობელს.
„აქამდე მზია ამაღლობელი სასამართლოზე არ დაკითხულა, დღეს უპასუხებს ყველა შეკითხვას 11-12 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა“, – განაცხადა ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა.