შვედეთი უკრაინისთვის იარაღის სწრაფ მიწოდებას გააგრძელებს
შვედეთი უკრაინისთვის იარაღის სწრაფ მიწოდებას გააგრძელებს, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
მინისტრი ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ დადებითად აფასებს.
“მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინისთვის უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდებას და მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლას.
როგორც უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი დონორი ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, შვედეთი უკრაინისთვის სწრაფი და არსებითი იარაღის მიწოდების ხელშეწყობას გააგრძელებს. დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მალე გავერთიანდებით, რათა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი დავასრულოთ, მით უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება”,- წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.