შს მინისტრის განცხადებით, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ შენობის ნგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ერთ-ერთი შენობის ჩამონგრევის მსხვერპლი მოჰყვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ერთი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანეს.
„შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური, შესაბამისი პოლიციური ძალები. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.