შალვა პაპუაშვილი „სადგურის მოედანზე“ ავარიული კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: ადამიანების ტრაგედიებით პარაზიტობენ

,,ეს არის ის, რაც ნაკვები არის გარედან. ისტერია და ჩასაფრება, რომ რაიმენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად ისპეკულირონ”,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „სადგურის მოედანზე“ მდებარე ავარიული შენობის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს.

მისი თქმით, ოპოზიციონერები პოლიტიკური პარაზიტები არიან.

„ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ბედისწერით. ასე, რომ არაფერი ახალი არ არის, ასე იქცევიან უკვე წლებია და მომავალშიც რა თქმა უნდა ასე მოიქცევიან. არიან პოლიტიკური გიენები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 14 ივლისს ჩამოინგრა. მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები