თევდორე მღვდლის ქუჩის 10 ნომერში მცხოვრები – შენობის ჩამონგრევაზე: იყო ჩანაცვლების პროგრამაზე საუბარი, მაგრამ სრულად არ იყო მოსახლეობა თანახმა

“იყო ჩანაცვლების პროგრამაზე საუბარი, მაგრამ სრულად არ იყო მოსახლეობა თანახმა. ასე, რომ ეს პროგრამა ვერ განხორციელდა სამწუხაროდ”, – ამის შესახებ თევდორე მღვდლის ქუჩის 10 ნომერში მცხოვრებმა ისაუბრა.

მისი თქმით, შენობა ავარიულია.

„ჯერჯერობით ვერ შევდივართ იმიტომ, რომ ჩვენი კორპუსი ძალიან ავარიულია. ეს უკვე გამგეობაში გაირკვევა რა იქნება და როგორ“, – განაცხადა მან.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გუშინ ჩამოინგრა.

მომხდარის შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა ერთი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები