ქობულეთში, ზღვაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.