სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას
“სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.
„იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ცოტა მეეჭვება, რომ ოპოზიცია ამაზე შეთანხმდეს. თუ იქნება, ეს იქნება იდეალური, რადგან სალომე ზურაბიშვილი არის დამარცხების ფორმულა. ყველა ჯერზე, სადაც კი იყო, ის იყო მარცხის ფორმულა.
2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის შედეგი ის იყო, რომ მან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ნახევარი პროცენტი მოაგროვა და საქართველოს ვერც ერთ საკრებულოში, ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიყვანა.
დღესაც სალომე ზურაბიშვილი იქნება დამარცხების ფორმულა ოპოზიციისთვის, მით უმეტეს, რომ ოპოზიციაც კარგად ხედავს, რომ მისგან ვერ გამოვიდა ის გამაერთიანებელი ფიგურა, რომლის გამოძერწვასაც მისგან მისი უცხოელი პატრონები ცდილობდნენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.