ტრამპმა რუსეთს უკრაინის ომის მოსაგვარებლად 50 დღე მისცა – კიევის მერი უკმაყოფილებას გამოთქვამს

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთისთვის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად 50-დღიანი ვადის მიცემის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

“50 დღეში დედაქალაქში და მთელ უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება და მეტი დანგრეული შენობა იქნება. რა საჭიროა ასეთი გაჭიანურება?”, – განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერის ვარაუდით, ტრამპს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომს შეაჩერებს. თუმცა, როგორც კლიჩკო ამბობს, მას ამის არ სჯერა.

ამასთან, კლიჩკოს თქმით, ის მოხარულია, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები