“დასანანია, რომ მსგავსი ტრაგიკული მოვლენები ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტი და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, “- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„არ შეიძლება სამართლებრივად გაკეთდეს, რომ როდესაც საქმე გვაქვს ურჩ მცხოვრებლებთან, გასაგებია რომ მათ შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეთ რატომ არ ან ვერ ტოვებენ საცხოვრისს, მაგრამ მსგავსი რისკები როდესაც არსებობს მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველას ინტერესი. რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც მსგავსი ტიპის ტრაგედიებით მანიპულირება ხდება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 14 ივლისს ჩამოინგრა. მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანეს. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებში განათავსეს.