პაპუაშვილი – ზურაბიშვილზე: ქართველი პოლიტიკოსი როდესაც ღიად არის დაქირავებული უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც გაცხადებული აქვს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რასაც ემსახურება
“სალომე ზურაბიშვილის წერილს ყურადღებას ნუ აქცევთ, სინამდვილეში „მაკკეინის ინსტიტუტის“ წერილია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ჰყავს დაქირავებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„არ დაგვავიწყდეს, ქალბატონი ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ არის დაქირავებული, იმ ინსტიტუტის მიერ, რომლითაც პირდაპირ რევოლუციას გეგმავდა საქართველოში. მისი წერილი, სინამდვილეში, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წერილია კაია კალასის მიმართ. ამას ყურადღებას ნუ მივაქცევთ. ქართველი პოლიტიკოსი როდესაც ღიად არის დაქირავებული უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც გაცხადებული აქვს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რასაც ემსახურება. „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ დაქირავებული ლობისტია საქართველოში, ატარებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ არის მტრული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს წერილით მიმართავს.