ლევან მახაშვილი: ალეკო ელისაშვილი არის სახე რადიკალიზმის, ძალადობის და პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის

“მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება თუ მას წარმოადგენენ თბილისის მერის არჩევნებზე იმიტომ, რომ ჩვენთვის გაცილებით მარტივი იქნება არჩევნებში მონაწილეობა, “- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ბატონი ალეკო არის ალბათ სახე რადიკალიზმის, ძალადობის და პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის. თუ აპირებენ, რომ იგი იყოს სახე თუნდაც თბილისის არჩევნებში, ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო დანახვება თუ რეალურად რას წარმოადგენს ოპოზიცია, რეალურად რა არის ოპოზიციის სახე, შესაძლებლობა და რესურსი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი მერობის კანდიდატი იქნება, მას „ლელო“ და გახარიას პარტია წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები