ადგილობრივი – თევდორე მღვდლის ქუჩის 10 ნომერში მომხდარზე: როცა ხელისუფლება გთავაზობს, რომ უნდა გამოხვიდე შენობიდან და რეკონსტრუქციას შენობა არ ექვემდებარება, უნდა გამოხვიდე, მერე კი არ უნდა აბრალო ხელისუფლებას
“როცა ხელისუფლება გთავაზობს, რომ უნდა გამოხვიდე შენობიდან და რეკონსტრუქციას შენობა არ ექვემდებარება, უნდა გამოხვიდე, მერე კი არ უნდა აბრალო ხელისუფლებას”, – ამის შესახებ ერთ-ერთმა ადგილობრივმა თევდორე მღვდლის ქუჩის 10 ნომერში მომხდარზე საუბრისას აღნიშნა.
“ყველა იყო ინფორმირებული, რომ შენობა დაეცალათ, მაგრამ არავის სურდა გამოსვლა იქიდან. მაინც და მაინც მსხვერპლი უნდა მომხდარიყო? არ შეიძლება ასეთი რაღაც“, – აღნიშნა ადგილობრივმა.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გუშინ ჩამოინგრა.
მომხდარის შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა ერთი ადამიანი.