„ისტორიულ – ლიტერატურული ათინათები“ – კონსტანტინე გამსახურდიას ესეების კრებულის წარდგენა გაიმართება

5 თებერვალს, მწერალთა სახლში, კონსტანტინე გამსახურდიას ესეების კრებულის – „ისტორიულ-ლიტერატურული ათინათების“ პრეზენტაცია გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, წიგნი ლიტერატურული პრემია „მუზას“ ლაურეატია.
„ისტორიულ-ლიტერატურული ათინათები“ წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტის ნომინაციაში გამარჯვებულია.
წიგნი 2024 წელს გამოიცა მწერალთა სახლის ხელშეწყობით.
ესეები შეეხება მწერლობას, ისტორიას, ფილოსოფიასა და ხელოვნებას.
კრებულში შეხვდებით მეცნიერულ არგუმენტებს, რეფლექსიებსა და დაკვირვებებს ლიტერატურულ ტექსტებზე, ასევე სხვადასხვა ისტორიული ფიგურების ბიოგრაფიებზე“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები