თენგიზ შარმანაშვილი: გულდასაწყვეტია, როდესაც აშშ თავისი საელჩოს მეშვეობით ასეთ არასერიოზულ ნაბიჯებს დგამს საქართველოში
“რაღაცა საბავშვო ქცევა არის, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც აშშ თავისი საელჩოს მეშვეობით ასეთ არასერიოზულ ნაბიჯებს დგამს საქართველოში, ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე, თუმცა არასერიოზული არ არის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის საელჩომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მამუკა მდინარაძის განცხადებები წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას, თუ რას აკეთებს საელჩო დონალდ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად.