“USAID-მა, პოლიტიკური ენჯეოების გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე” – შალვა პაპუაშვილი

“USAID-მა, პოლიტიკური ენჯეოების გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ, ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია.

“ეს შედარება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება თუკი საფუძვლად ქვეყნების GDP-ს ავიღებთ.

შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41,7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.

USAID-მა, რომელიც 2020 წელს თავად იყო პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების და არჩევნების აყირავების მცდელობის მონაწილე და 2024-შიც იგივე გააგრძელა, უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც, ყოველ ჯერზე, არჩევნების აყირავების მოთავეები არიან”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები