4 თებერვალი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის – კოტე წერეთლის დაბადების დღეა
1921 წლის 4 თებერვალს დაიბადა ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის სწავლების ფუძემდებელი კოტე წერეთელი. ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960) კოტე წერეთელი ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. მისი ინიციატივით, 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელსაც უცვლელად ედგა სათავეში.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმის მისამართია: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N2.
მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის ღიაა ყოველ დღე.