ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი კობა ღვინიაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი კობა ღვინიაშვილი. მას საზოგადოება იცნობს გურამ პატარაიას ფილმიდან „რეკორდი“, სადაც ის ჯოტია ცაავას როლს ასრულებს.
კობა ღვინიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოძრავ სატელევიზიო სადგურში ოთხ ათეულ წელზე მეტხანს მუშაობდა.
„რეკორდი“ გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საქართველოს ტელევიზიაში შეიქმნა. ფილმი გადაღებულია ჩეხი მწერლის – კარელ ჩაპეკის მოთხრობის მიხედვით, თუმცა ქართულ ყოფასთან არის მისადაგებული. მსოფლიოს რეკორდს ბირთვის ტყორცნაში სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ამყარებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები