საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა სარგის კაკაბაძის ნაშრომების კრებული გამოსცა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა სერიით „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა“ (ტ. VI) გამოსცა ცნობილი ქართველი ისტორიკოსის და არქეოგრაფის, სარგის კაკაბაძის XX საუკუნის 20-იან წლებში დაწერილი ნაშრომების კრებული (რედაქტორები: ლ. გრძელიშვილი, ა. თაბუაშვილი).
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კრებულში შესულია ს. კაკაბაძის მონოგრაფიები: „საქართველო ერეკლე II-ს დროს“, „საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ მე-18 საუკუნეში“ და სასკოლო სახელმძღვანელო − „შემოკლებული ისტორია საქართველოსი. ახალი საუკუნეების ეპოქა“. ყველა ეს გამოკვლევა უმთავრესად ეხება გვიანი ფეოდალური ეპოქის საქართველოს ისტორიას და, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა, დღესაც არ კარგავს მეცნიერულ ღირებულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები