“ქვეყანაში არსებობს არეულობისა და დესტაბილიზაციის გეგმა” – ვლადიმერ ბოჟაძე
“ქვეყანაში არსებობს არეულობისა და დესტაბილიზაციის გეგმა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.
“უკვე სამი თვეა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვუყურებთ ჩვენ ყოველდღიურად ამ გეგმის განხორციელებას და ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვქონდა მიღებული, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს რესურსი დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, დაიცვას ხალხი, დაიცვას პოლიცია, საჯარო მოხელეები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები იმ სიძულვილისა და შეურაცხყოფისგან, რასაც ჩვენ ვხედავთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში,” – განმარტა ვლადიმერ ბოჟაძემ.