ბოჟაძე – USAID-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გვსჯიდნენ ჩვენ გამჭვირვალობის გამო, რომ ღია და ნათელი არ ყოფილიყო – რაში, როგორ და რამდენი იხარჯებოდა

“სწორედ ამიტომ გვსჯიდნენ, როგორც ჩანს, ჩვენ გამჭვირვალობის გამო, რომ ღია და ნათელი არ ყოფილიყო რაში, როგორ და რამდენი იხარჯებოდა”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის საჭირო პოლიტიკას ატარებდა.

„მტკიცდება, რომ ისინი [USAID] არ ატარებდნენ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ამერიკისთვის იყო მნიშვნელოვანი და მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის საჭირო პოლიტიკას ატარებდნენ. ყველაზე მთავარი – გაუმჭვირვალობა [იყო], მათ შორის შეიცავდა კორუფციულ რისკებს. ფინანსდებოდნენ ის პოლიტიკოსები, „ენჯეოები“, ტელევიზიები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს, ეკლესიას, იდენტობას ებრძოდნენ. ამის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი გვაქვს. სწორედ ამიტომ გვსჯიდნენ როგორც ჩანს ჩვენ გამჭვირვალობის გამო, რომ ღია და ნათელი არ ყოფილიყო რაში, როგორ და რამდენი იხარჯებოდა. ასეთი დაფინანსების შეჩერება და ზოგადად, რადიკალური ცვლილება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, გარკვეულ გავლენას ჩვენი მიმართულებითაც მოახდენს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები