2 თებერვალი ცნობილი კინორეჟისორის – ოთარ იოსელიანის დაბადების დღეა
2 თებერვალი ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის დაბადების დღეა. მას 91 წელი შეუსრულდებოდა.
ოთარ იოსელიანი 1980 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958), „აპრილი“(1961); მხატვრული ფილმები: „გიორგობისთვე“ (1966) – ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის.
იგი, ასევე, რეჟისორია ფილმების – „იყო შაშვი მგალობელი“ (1970), „პასტორალი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1983), „მთვარის რჩეულნი“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1999), „ყაჩაღები“(1996), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები:„ძველი ქართული სიმღერა” (1969), „თუჯი“ (1964), „საპოვნელა“ (1959).
1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო – 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც – „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი In vino veritas!, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს.
2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოადგინეს რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.