ჩინეთი ამერიკისთვის საპასუხო ტარიფებს აწესებს

ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით საპასუხო ტარიფებს აწესებს,- ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, ტრამპის მიერ დაწესებული დამატებითი 10%-იანი ტარიფები ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა საქონელზე დღეიდან შევიდა ძალაში.

ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 10 თებერვლიდან დააწესებს 15%-იან ტარიფებს ნახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე, ასევე 10%-იან ტარიფებს ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და დიდი მოცულობის ავტომობილებზე.

როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ამოქმედდა.

„ამერიკის მხრიდან ტარიფების ეს ცალმხრივი ზრდა სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, არაფერს არ აკეთებს საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად და ძირს უთხრის ჩინეთ-აშშ-ის ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას“, – განაცხადა ჩინეთის კაბინეტის სახელმწიფო საბჭოს საბაჟო ტარიფის კომისიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები