ნინო წილოსანი: ცვლილებები, რომელიც დაანონსდა და რომელსაც პარლამენტი აუცილებლად დროულად მიიღებს, ემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს, კანონს, სამართალდამცველებს ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება

„ცვლილებები, რომელიც დაანონსდა და რომელსაც პარლამენტი აუცილებლად დროულად მიიღებს, ემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს, კანონს, სამართალდამცველებს ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა მათ შორის არეულობის მცდელობებმა, სამართალდამცველებზე თავდასხმებმა, პოლიტიკოსებზე საქმიანობაში ხელშეშლამ, ეკონომიკის დაზიანების და ჩამოშლის არაერთმა მცდელობამ არაერთხელ დაგვანახა, რომ სახელმწიფოს სჭირდება ჰქონდეს მართვის უფრო სერიოზული ბერკეტები ინსტრუმენტები. მათ შორის, ის ცვლილებები, რომელიც დაანონსდა და რომელსაც პარლამენტი აუცილებლად დროულად მიიღებს, ემსახურება იმას, რომ თითოეული პრინციპი, რომელიც ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს შემთხვევაში მოქმედებს, იყოს სათანადოდ რეაგირებული და სახელმწიფოს, კანონს, სამართალდამცველებს ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები