“მე არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი, მაგრამ თუ გზის გადაკეტვაა, ეს უნდა გააკეთონ იმუნიტეტიანმა დეპუტატებმა” – იაგო ხვიჩია

“მე ამის შინაარსი ნაკლებად მესმის. გზის გადაკეტვა კი არა, ჯერ მედიაა გასახსნელი და იხვნისკარტები გასაშვები. ამის მერე, როცა დავილაპარაკებთ და საზოგადოება ბევრ განსხვავებულ ხედვას გაეცნობა, შევარჩევთ, პროტესტის რა ფორმა სჯობს”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

„შეიძლება, ეს გზის გადაკეტვა იყოს ან სხვა რამე, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკის მერე უნდა გადაწყდეს ეს. მე არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი, მაგრამ თუ გზის გადაკეტვაა, ეს უნდა გააკეთონ იმუნიტეტიანმა დეპუტატებმა, სწორედ ამიტომ აირჩია ისინი ხალხმა, ვინც ბრძოლის ამ გზას უჭერს მხარს. გადაკეტილ გზაზე როცა მოქალაქე დადგება, ეგ ქოცური მართლმსაჯულებითაც კი ვერ იქნება დანაშაული (მოლში ვიყავი, გზაზე მოძრაობა არ იყო და გზის მეორე მხარეს გადავდიოდი, ან მეგობარი შემხვდა და გამოველაპარაკე, შეუძლებელია, დამნაშავე ვიყო). თუ 4-5-9-25 პოლიტიკოსები ამას არ აპირებენ, მათ უნდა თქვან, რომ არ უჭერენ მხარს პროტესტის ამ ფორმას და სიფრთხილისკენ მოუწოდონ ადამიანებს“, – წერს ხვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები