“მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ღირსება დაუბრუნა” – მათიკაშვილი

“მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ღირსება დაუბრუნა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღე. პირველად ქვეყანა მოისმენს საპარლამენტო წესით არჩეული პრეზიდენტის მოხსენებას. მიხეილ ყაველაშვილი ისაუბრებს 2024 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, საუბარი იქნება იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი მოხსენება.

კიდევ ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული მომენტი – იმ დაზიანებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ფონზე, რაც მემკვიდრეობით წილად ხვდა მიხეილ ყაველაშვილს, მას ბუნებრივია ახალი გამოწვევა აქვს, მან ღირსება დაუბრუნა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამ მიმართულებით ის თავის საქმიანობას გააგრძელებს“, – ამბობს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები