აშშ-ის მიერ კანადისთვის დაწესებული ტარიფები, სულ მცირე, 30 დღით შეჩერდა

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებას მიაღწია. აშშ-ის მიერ კანადისთვის დაწესებული ტარიფები, სულ მცირე, 30 დღით შეჩერდა, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს.

ტარიფების შეჩერების სანაცვლოდ, კანადამ დონალდ ტრამპთან რამდენიმე შეთანხმებას მიაღწია, რომელთა შორისაც არის ინვესტიციების ზრდა საზღვრის უსაფრთხოებაში. ასევე, ახალი ტექნოლოგიების შეძენა და პერსონალის დამატება. კანადა ამერიკასთან ერთად იბრძოლებს ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ოტავას შეუძლია თავიდან აიცილოს ეს შეზღუდვები, თუ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწევა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფები დააწესა.

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან შეთანხმებას მიაღწია და აშშ-ის მიერ მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების ერთი თვით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები