აშშ-ში სამხედრო ვერტმფრენი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა

აშშ-ში, ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს, სამხედრო ვერტმფრენი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა.

აშშ-ის არმიასა და American Airline-ზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების მიხედვით, Black Hawk-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენში 3 ჯარისკაცი, American Airlines-ის თვითმფრინავში კი 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.

შეჯახების შედეგად, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა. მდინარეში ამჟამად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არის”,- აცხადებენ ვაშინგტონის პოლიციაში.

რეიგანის ეროვნულ აეროპორტში ყველა აფრენა და დაშვება გაუქმდა, ჩავარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა ოჯახის წევრებისთვისა და ახლობლებისთვის American Airlines-ის ცხელი ხაზი ამოქმედდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“რეიგანის ეროვნულ აეროპორტში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სრულად მივიღე. მადლობა წარმოუდგენელი სამუშაოსთვის, რომელსაც ასრულებენ ჩვენი მაშველები. მე ვაკვირდები სიტუაციას და ახალი ინფორმაციის არსებობისთანავე მოგაწვდით დამატებით დეტალებს”, – განაცხადა ტრამპმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები